
სროლა და დაპირისპირება თბილისის ცენტრში. "ნიუპოსტის" ცნობით, ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება იყო გმირთა მოედანზე, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. გამოცემა შემთხვევის ადგილიდან ფოტო და ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.
"ნიუპოსტი" წერს, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, სპონტანურ ხასიათს არ ატარებდა. ადამიანთა დიდი ჯგუფი რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება კი სროლაში გადაიზარდა.
რა გახდა დაპირისპირების მოტივი და ვინ მონაწილეობდნენ კონფლიქტში, უცნობია.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შსს-ში არკვევს.