ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 329 პაციენტია - ქვეყანაში ინფიცირების 61 236 აქტიური შემთხვევაა

გამოქვეყნდა:

20 აგვისტოს მდგომარეობით, კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.52%,-ია; ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.95% ; ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.97%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა,

  • აჭარა - 602,
  • იმერეთი - 638
  • ქვემო ქართლი - 249, 
  • შიდა ქართლი - 272,
  • გურია - 157, 
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 298,
  • კახეთი - 471, 
  • მცხეთა-მთიანეთი - 114,
  • სამცხე-ჯავახეთი -130,
  • რაჭა-ლეჩხუმი
  • ქვემო სვანეთი - 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236 .

7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 192, აჭარაში - 927იმერეთში - 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 146, იმერეთში - 345. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი,  მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 26, იმერეთში - 20.

3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 - თბილისში, 1 254 - აჭარაში.

50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 69, ხოლო აჭარაში - 5.

სულ  6 ოქტომბრიდან - 20 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 086 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 563 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 458, პირი, აჭარაში - 8 205, იმერეთში - 4 848.

დღეს გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 24 საათში 74 ადამიანი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი