"აუცილებლად გვექნება ლეტალობის ზრდა" - რეანიმატოლოგების თქმით, საველე ჰოსპიტლებში სტანდარტები დარღვეულია

გამოქვეყნდა:

საველე ჰოსპიტლების ფუნქციონირებასთან კითხვები აქვთ ანესთეზიოლოგ -რეანიმატოლოგებს. ექიმები მედპერსონალის კვალიფიკაციასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცვაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჰოსპიტლების კადრების მიხედვით, იქ არსებული პირობები სტანდარტებს არ შეესაბამება

"კადრები, რომლებიც გავრცელდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სტანდარტს, რომელიც უნდა იყოს საველე ჰოსპიტალში. ერთ სივრცეში არიან განთავსებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ვირუსული ინფექცია და ისინი შირმითაც კი არ არიან ერთმანეთისგან გამოყოფილი. სავარაუდოდ, მომავალი დღეების განმავლობაში, ვნახავთ ძალიან ბევრ პრობლემასა და კრიტიკულ შეუსაბამობას სავალე ჰოსპიტალებისას. რეგიონებში ახლა იწყება ინფიცირება, პირველადი ჯანდაცვის რგოლზე ძალიან ცუდი აქვთ ადამიანებს ხელმისაწვდომობა და აუცილებლად გვექნება კიდევ ლეტალობის ზრდა",- ამბობს ანი ქავთარაძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.

გარდა ამისა, სპეციალისტები აგვისტოს ბოლოსთვის გარდაცვლილთა გაზრდილ მაჩვენებლებსა და საგანგაშო მდგომარეობას პროგნოზირებენ. 

"ჟანგბადით მომარაგება და პერსონალის აღჭურვა- ასეთი მარტივი საკითხები ნამდვილად არის საველე ჰოსპიტალში ძირითადი გამოწვევა. ყველაზე მეტად რაც დღეს სამედიცინო სექტორს უჭირს, არის კადრების დეფიციტი. როგორც ექიმების, ისე ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის. ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი იყო 6 000, შესაბამისად პროცენტულად ლეტალობა ჯერ კიდევ დარჩება მაღალი, ამას თან ერთვის ის, რომ ეს ახალი შტამი აგრესიულობით გამოირჩევა",- ამბობს ქეთი ბურდული  ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.

საველე ჰოსპიტლების მოწყობა ქვეყანაში 15 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისათვის სივრცე დიღომსა და სამგორშია მოწყობილი. პირველი 9 პაციენტი დიღმის საველე ჰოსპიტალში გუშინ შეიყვანეს. დღეს კი მათი რიცხვი უკვე 19-ია.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი