
ამ წუთებში, ოზურგეთში, "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურზე სამართალდამცველების მობილიზებაა. მათი ინფორმაციით, შევიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იყო საეჭვო ნივთი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
"შემოვიდა მოქალაქისგან ზარი, რომელმაც შეგვატყობინა, რომ იპოვა საეჭვო ნივთი. ამ წუთებში ნივთს უტარდება ექსპერტიზა. საქმე აღძრულია 236-ე მუხლით, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს" -ამბობენ პრესსამსახურში.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ლადო მენაბდე.