
გვიან ღამით გმირთა მოედანზე ჰომოფობიურად განწყობილი სამი მამაკაცი ტრანსგენდერ ქალებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ლგბტ თემის წარმომადგენლები ამბობენ, აგრესიული პირები დანით იყვნენ შეიარაღებულები, მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდამსხმელებმა ტრანსგენდერი ქალის დაჭრა სცადეს, მეორეს კი თავზე ბოთლი გადაატეხეს.
გმირთა მოედანთან ათამდე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
მოძალადეები პოლიციამ მხოლოდ მას შემდეგ განარიდა ადგილიდან, რაც ადგილზე "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მივიდა.
როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, გამოძიება დაიწყო, მოძალადეები და ტრანსგენდერი ქალები კი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.