10 წლის მოზარდს დღეს ქარელის ცენტრიდან იტაცებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს რომ უწყებაში გამოძიება გატაცების მუხლით არის აღძრული. მოზარდი ერთ-ერთი საჯარო მოხელის შვილია. დავით ყიფიანი ქარელის მერიის თანამშრომელია.
გოგონას თანასკოლელები და თვითმხილველები ყვებიან, რომ უცნობებმა ბავშვი სკოლისკენ მიმავალ გზაზე ჩაისვეს ავტომობილში. პოლიციამ საქმე გატაცების მუხლით აღძრა და ძიება პოლიციის განყოფილებაში მშობლების თანდასწრებით მცირეწლოვანის გამოკითხვით დაიწყო.
"მთავარის" ინფორმაციით, ბავშვი მშობელთან ერთად უკვე გამოკითხეს საგამოძიებო უწყებაში. გიმნაზიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დედის ინფორმაციით, ბავშვს რაღაც მოეჩვენა და უბრალოდ შეეშინდა.