"კოვიდდადებითი ყრუ-მუნჯი ადამიანი გადაყვანილია კოვიდსასტუმროში, რამოდენიმე დღეა სასტუმროს კოვიდპერსონალი ვერ ამყარებს კონტაქტს!", - ამის შესახებ ინფორმაციას, "მედ გიდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუცა ზურაბიანი ავრცელებს.
როგორც ზურაბიანი წერს, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოჯახის წევრები კი დახმარებას ითხოვენ:
"ამაზე დიდი უბედურება კიდევ რა არის!
კოვიდდადებითი ყრუ-მუნჯი ადამიანი გადაყვანილია კოვიდსასტუმროში, რამოდენიმე დღეა სასტუმროს კოვიდპერსონალი ვერ ამყარებს კონტაქტს! პაციენტი ვერ საუბრობს ხალხო და არც ესმის და არის უკიდურესად მძიმედ!!!!!
ოჯახის წევრები ითხოვენ დახმარებას, არავინ, დღემდე არავინ გამოჩენილა რომ ამ ადამიანს დაეხმაროს! დღეს მოვიკითხე და ისე დამძიმდა 40 გრადუსი აქვს სიცხე!!!
პაციენტი ვერ აგებინებს რას გრძნობს და რა სტკივა ხალხო და ეს ადამიანი არის განწირულიიიი!!!!!
ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ!!!!", - წერს ზურაბიანი.