იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ინფიცირების არსებული მაჩვენებელი შენარჩუნდება, სკოლებში დასწრებული სწავლის გაგრძელება სწორი არ არის:
"თუ ეს ციფრები შენარჩუნდა და არ იქნება მნიშვნელოვანი შემცირება, ლაპარაკი საერთოდ არცერთი დახურული სივრცის თავისუფალ გამოყენებაზე არ იქნება. სწავლის განახლება 3-4 ინფიცირებულის ფონზე ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, არ მგონია, რომ იყოს სწორი", - თქვა ივანე ჩხაიძემ "იმედის" ეთერში.