"ოცნების" შერჩევითი სამართალი | ლაშა ბექაურის თხოვნით, პოლიციელების ცემაში ბრალდებული მოჭიდავე გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

შერჩევითი სამართალი "ქართულ ოცნებაში" და კიდევ ერთი ფაქტი, როცა პოლიციელების ცემა ბრალდებულს ეპატია. 6 პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებული ევროპის ჩემპიონი, "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი გიორგი ბაინდურაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბრალდებული ბაინდურაშვილის გათავისუფლება ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრემიერ ღარიბაშვილს სთხოვა. 

"ქართული ოცნების" შემომწირველი და აქტიური მხარდამჭერი ჩემპიონი "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს სახლში არ დახვდა, თუმცა მომხდარს ბაინდურაშვილის მეზობლები ადასტურებენ. 

ცნობისთვის, გიორგი ბაინდურაშვილმა მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის გამნყოფილების 6 თანამშრომელს მიმდინარე წლის აპრილში სცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი