კორონავირუსის ახალი სამიზნე ახლა ბავშვებია. ე.წ. ინდური შტამის მასობრივი გავრცელების ფონზე, სულ უფრო იმატებს ინფიცირებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა. პედიატრიული კლინიკების ყველა განყოფილება პატარა პაციენტებითაა სავსე, ადგილები არ არის აღარც რეანიმაციაში.
მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში, ამ წუთებშიც, ათობით ბავშვის გადასარჩენად იბრძვიან. მათი ასაკი 0 დან 1 წლამდე მერყეობს. მძიმე არის 3 თვის ჩვილის მდგომარეობაც, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
პედიატრების თქმით, ბავშვების ინფიცირების მთავარი წყარო ისევ აუცრელი მშობლები არიან.
ავტორი: ზურა პეტროსიანი