ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ჩაკიდეთ ხელი თქვენს დედებს და მამებს და წაიყვანეთ ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს.
დღე არ გავა სასოწარკვეთილმა შვილმა არ დამირეკოს, დედა ან მამა მყავს კოვიდით უმძიმეს მდგომარეობაში მითხარი თუ არსებობს ნებისმიერი წამალი, თუნდაც აქ არ იყოს გაუჩენელს გავუჩენ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინო ყველა მათგანს ვეკითხები “აცრილი იყოს მშობელი?” პასუხი დუმილი შემდეგ “არა”. 15 მარტიდან ვაქცინაცია დაწყებულია. ყველას უმორჩილესად გთხოვთ ჩაკიდეთ ხელი თქვენს დედებს და მამებს და წაიყვანეთ ვაქცინაციაზე!!! - წერს კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, 48 გარდაცვლილი 24 საათში - დადასტურდა ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა - ასეთია დღეს, 22 აგვისტოს კორონავირუსის სტატისტიკა.