ქუჩებში მოსეირნე კოვიდინფიცირებულები, გამოუყენებელი პირბადე და უკონტროლო სიტუაცია რეგიონებში

გამოქვეყნდა:

უკონტროლო გავრცელება, ვაქცინაციის შენელებული პროცესი, კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში - "ოცნების" ხელისუფლებამ კორონაპანდემიის მართვის სადავეები რეგიონებშიც დაკარგა. 

მოქალაქეების ნაწილი წესების დაცვაზე უარს ამბობს, გადაადგილდებიან პირბადის გარეშე, არ იცავენ დისტანციას და ამაზე არავინ რეაგირებს, ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებიან ინფიცირებულებიც, რომლებიც არც თავად გრძნობენ პასუხისმგებლობას ათასობით გარდაცვლილი ჩვენი თანამოქალაქის წინაშე და არც არავინ არის ამ უკანონობისა და უპასუხისმგებლობის განმკითხავი.

ამ განუკითხაობის ფონზე, დღითიდღე მძიმდება და დრამატული ხდება რეალობა ჩვენს გარშემო, ვკარგავთ ახლობლებს, შესაძლებლობების ზღვარზე მყოფი ექიმები იბრძვიან თითოეული პაციენტის გადასრჩენად, უამრავი ადამიანი კი კლინიკაში მოხვედრასაც კი ვერ ახერხებს. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი