კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა - 14

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების კი - 14-ით. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან სამი, ინფიცირებულების კონტაქტია, ორი კი საკარანტინე სივრცეში დაფიქსირდა. 

დღეისათვის, ინფიცირებულთა რაოდენობა 728-ს შეადგენს, მათგან 509 გამოჯანმრთელებულია.

ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის, 34 დადასტურებული პაციენტი რჩება, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი