რუხის კლინიკაში კორონავირუსით 22 წლის, აივ ინფიცირებული გოგო გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ახალგაზრდა გალიდან დამძიმებული მდგომარეობით გადმოიყვანეს.

22 წლის გოგოს თანმხლები დაავადება ჰქონდა, ის აივ ინფექციით იყო ინფიცირებული. გოგონას დაავადება მუცლადყოფნის დროს დედისგან გადაედო. სწორედ ეს გახდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი.

22 წლის გოგო ერთი თვის განმავლობაში რუხის კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვლილს დღეს, 23 აგვისტოს გალში გადაასვენებენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი