ჩოხატაურის მუნიციპალტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა. შენობა, სავარაუდოდ, აფეთქდა. ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ინვენტარი.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე პირმა, ბანკომატი თანხის წაღების მიზნით ააფეთქა.
შემთხვევა გუშინ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.