"ვაქცინაცია არ იწვევს უშვილობას" | ბიძინა კულუმბეგოვის მიმართვა ექიმებს

გამოქვეყნდა:

ვაქცინაცია არ იწვევს უშვილობას - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს და კოლეგებს მსგავსი რეკომენდაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

კულუმბეგოვი აქვეყნებს ფოტოსაც, (ე.წ. სქრინშოთს), სადაც Pfizer-ით აცრილი ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ გინეკოლოგმა მას დაორსულებამდე 2 თვით დაკვირვება ურჩია.

კოლეგებო რას უნდა დააკვირდეს? პოსტი იდება ავტორთან შეთანხმებით, თუმცა ანონიმურობა დაცულია! ვაქცინაცია არ იწვევს უშვილობას და კოლეგებს ვთხოვთ თავი შეიკავონ მსგავსი “მზრუნველი” რეკომენდაციებისგან!!!, - წერს კულუმბეგოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი