"ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს" | საქართველოში გარდაიცვალა ორჯერ აცრილი პირი, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში გარდაიცვალა ორჯერ აცრილი პირი, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ეს ათიათასებიდან ერთეული გამონაკლისია.

ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსოფლიში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0,001%. ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებიდან. ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო, - ამბობს ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი