კორონავირუსი სულ უფრო საშიში ხდება, მაგრამ მხოლოდ აუცრელი ადამიანებისთვის. ვირუსის ახალი, დელტა შტამი საქართველოშიც და თითქმის მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მორიგი კრიტიკული გართულებას იწვევს. მიზეზები თავად ამ მუტირებულ ვერსიაშია - ის გაცილებით სწრაფად ვრცელდება, მიმდინარეობს როგორც სურდო და ელვისებურად ამძიმებს ადამიანის მდგომარეობას და გაცილებით სახიფათოა ბავშვებისთვის.
სწორედ მუტირებული ვირუსის ამ თვისებებმა გამოიწვია ასეთი სწრაფი გავრცელება და ვითარების დამძმება, მაგრამ საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, გამოსავალი არსებობს და ის ყველასთვის ცნობილია - ვაქცინაცია!
ცნობილია, რომ ვაქცინა ისევე უმკლავდება კორონავირუსის დელტა შტამს, როგორც მის თავდაპირველ ვარიანტს.