აფეთქება ჩოხატაურში - საზოგადოებრივი ცენტრი ბანკომატის გატეხვის მიზნით ააფეთქეს

გამოქვეყნდა:

აფეთქება ჩოხატაურში - შემთხვევა სოფელ კოხნარში, კომენდანტის საათის დროს, 22:30 საათზე მოხდა. აფეთქებულია საზოგადოებრივი ცენტრის შენობა, ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ცენტრში არსებული ბანკომატი, რომელიც დამნაშავეების მთავარი სამიზნე იყო - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბანკომატიდან რამდენიმე ათასი ლარია წაღებული. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო დროს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კრიმინალი მკვეთრად გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი