საველე ჰოსპიტლების კოორდინატორის, რევაზ კუჭუხიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დიღმის საველე ჰოსპიტალში 91 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. როგორც კუჭუხიძე ამბობს, პაციენტების უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა, რამდენიმე პაციენტი კი საყურადღებოა. კუჭუხიძის თქმით, შესაძლოა ეს პაციენტები დღის განმავლობაში კლინიკებში გადაიყვანონ.
ამასთან, კუჭუხიძემ აღნიშნა, რომ გუშინ, 23 აგვისტოს გვიან ღამით დიღმის საველე ჰოსპიტლიდან ერთი პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს.
"დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჰოსპიტალში 91 პაციენტი იმყოფება. მათი ძირითადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. რამდენიმე პაციენტი საყურადღებოა და შესაძლებელია, მათი რეფერირება განხორციელდეს დღეს, დღის განმავლობაში პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. წუხელ მოხდა ერთი პაციენტის რეფერირება პოლიტპრფილურ სამედიცინო დაწესებულებაში",-თქვა რევაზ კუჭუხიძემ.
დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 აგვისტოდან დაიწყო. ჰოსპიტალში 500-მდე საწოლია მობილიზებული.