წამოყარეს, პირდაპირ თბილისში წაიყვანეს, 18- 19 წლის არიან, რასაც უნდა იმას დააბრალებენ - პანკისელები სპეცოპერაციაზე

გამოქვეყნდა:

ადგილობრივები პანკისში, დღეს დილით ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ 5 ახალგაზრდა სამართალდამცველებმა მოულოდნელად დააკავეს. ისინი ტერორიზმთან დაკავებულების კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ - "წამოყარეს, არც ადვოკატი, არც გაფრთხილება, პირდაპირ თბილისში წაიყვანეს, 18- 19 წლის არიან, რასაც უნდა იმას ათქმევინებენ და დააბრალებენ" - ამბობენ პანკისელები.

დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

დაკავებულების გადაყვანას ე.წ. მოდულის შენობაში უახლოეს წუთებში ელოდებიან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი