ჯარისკაცებმა სიცხე 2,5 მლნ ადამიანს გაუზომეს - ჯარში ყაზარმული მდგომარეობა დასრულდა

გამოქვეყნდა:

დღეიდან თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა, თუმცა ყველა სამხედრო ნაწილში კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები ნარჩუნდება.

თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზარმულ მდგომარეობაზე საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, 21 მარტიდან გადავიდა.

გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეწყვეტილი იყო სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნა, შვებულებაში გასვლა, სამხედრო ბაზები უცხო პირთათვის დაიხურა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თავდაცვის ძალები კოვიდ 19-თან ბრძოლაში აქტიურად იყვნენ ჩართული. შსს-სთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც პროცესს პოლიცია და ჯარი ერთობლივად მართავდნენ.

უწყების ცნობითვე, 22 მარტიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა, ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 158 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს. შედეგად კი, დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი