2 სექტემბერს, ბათუმში, საქართველო- კოსოვოს ნაკრებების მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ, არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე დღეს მიიღო.
გარდა ამისა, დღეს შეზღუდვა დაუწესდათ კვების ობიექტებსაც . ნაცვლად 23 საათისა, ხვალიდან 25 აგვისტოდან ისინი 22 საათამდე იმუშავებენ.