ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები სხვადასხვა ქვეყნიდან ჟანგბადის მომარაგებისთვის აქტიურად მუშაობენ. როგორც გაბუნიამ თქვა, ამ კუთხით ქვეყანას აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარება.
"დღეს კლინიკაში არის 7 400 პაციენტი, მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კლინიკებთან აქტიურად მუშაობს, როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს, სხვადასხვა ქვეყნიდან, აზერბაიჯანი გვეხმარება, თურქეთი გვეხმარება",- თქვა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ჟანგბადის რესურსის ამოწურვაზე "განგაშის საფუძველი არ არსებობს".