სუს-ში დაკითხვები იწყება - პანკისში, სპეცოპერაციისას დაკავებულების ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნდა:

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვები იწყება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაკავებულებს შორის არიან: მაგომედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ ცათიაშვილი, რამაზ ქავთარაშვილი და ჰამზათ ბაღაკაშვილი.

დაკავებულია სულ 5 პირი, მათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ხელმძღვანელობას ედავებიან და ოფიციალურად ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ.

ჯერჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვთ დაკავებულებს და აღაიარებენ თუ არა წარდგენილ ბრალს.

უწყებაში უკვე მივიდნენ პანკისში დაკავებული ახალგაზრდების ადვოკატები. ერთ-ერთი დაკავებულის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" დაიცავს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ დაკავებულები გაწევრიანდნენ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას.

დღეს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 5 პირი დააკავეს. ყველა მათგანი პანკისელია და დიდი ნაწილი 20 წლამდე ასაკისაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი