
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, კოვიდ 19 რუსეთიდან დაბრუნებულ სამ კურსანტს, კარანტინში ყოფინისას გამოუვლინდა.
ეპიდემიის დაწყების დღიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
შედარებით მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სადაც ვირუსის 34 ფაქტია დაფიქსირებული.
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომაროებისა და გაუმართავის ჯანდაცვის სისტემის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმმა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვტილება მიიღო.