
რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში შუახნის კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.