სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნდა:

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამივე ბრალდებულს,  ვაჟა გიგაურს, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის, 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა. 

მათ ბრალად ედებოდათ პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი