კერატიშვილი - სამარცხვინო მოსამართლე - ვახო სანაიას პირველი კომენტარი გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

 კერატიშვილი - სამარცხვინო მოსამართლე! - ასე ეხმაურება "ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მასზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ.

"გაუშვა მოსამართლემ სამივე. მაგარი სასამართლოა ძალიან ! კერატიშვილი - სამარცხვინო მოსამართლე!",- წერს ვახო სანაია.

 ცნობისთვის, სასამართლომ ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულებს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, აღნიშნული ვადა დღეს ამოიწურა და ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდებიან.

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა. 

მათ ბრალად ედებოდათ პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი