მოდის არჩევნები და მოძალადეებს უნდა უთხრან, მიდით, გააგრძელეთ ანგარიშსწორება - ვახო სანაია

გამოქვეყნდა:

ეს არის სიგნალი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც "ქართული ოცნება" ეყრდნობა - ასე ეხმაურება ვახო სანაია მასზე თავდამსხმელების გათავისუფლებას.

სანაიას თქმით, მოსამართლემ ხელოვნურად გაწელა დრო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად

"მთავარი რაც ამ ისტორიაშია, ვნახეთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დგას ძალადობაზე და ქუჩაში ეყრდნობა მოძალადეებს, რომელმაც 5 ივლისი და ლექსო ლაშქარავას მკვლელობა მოიტანა ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი მზადდებოდა ნაბიჯნაბიჯ და საბოლოოდ მივედით იმ ტრაგედიამდე, რაც ჩვენ ვნახეთ.

მოსამართლემ, რომელსაც ივლისში შეეძლო გადაწყვეტილების გამოტანა, 6 თვემდე, ზუსტად 25 აგვისტომდე მიიყვანა პროცესი. ნახეთ, როგორ ხელოვნურად არის გაკეთებული ეს ყველაფერი, 25 თებერვალს რადგან მოხდა დანაშაული, 25 აგვისტოს ცნო დამნაშავედ, მაგრამ გამოუშვა ციხიდან. ეს არის სიგნალი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც "ქართული ოცნება" ეყრდნობა. ახლა მოდის არჩევნები და მოძალადეებს უნდა უთხრან, მიდით, გააგრძელეთ ყველაზე ანგარიშსწორება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს",- ამბობს ვახო სანაია. 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო მაგრამ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

სამივე დაკავებული - ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშილი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ. 

იხილეთ ასევე:

კერატიშვილი - სამარცხვინო მოსამართლე - ვახო სანაიას პირველი კომენტარი გადაწყვეტილებაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი