ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრო Johnson & Johnson-ის ვაქცინის შემოტანის მიზნით, ორი მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა COVAX პლატფორმა და ევროკავშირის ვაქცინების გაზიარების მექანიზმი.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინის შემოტანის ვადები უახლოეს დღეებში დაზუსტდება.
"რაც შეეხება Johnson & Johnson ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ კოვაქსის პლატფორმის გზით და ასევე ევროკავშირის ვაქცინების გაზიარების მექანიზმი. ვაქცინების დოზები და შემოტანის ვადები დაზუსტდება უახლოეს ვადებში და როგორც კი დაზუსტდება, ეს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი",- თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გუშინ 25 აგვისტოს თქვა, რომ სექტემბრიდან საქართველოში 50 000 დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა.