ბავშვების აცრაზე კომიტეტი გადაწყვეტილებას 2-3 კვირაში მიიღებს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვების აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებენ.

გაბუნიას თქმით, სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა მსგავსი პრაქტიკა უკვე დაუშვეს, ამიტომ ვაქცინაციის კომიტეტი საკითხზე იმსჯელებს.

"12 წლის ზემოთ აცრა, რა თქმა უდნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რაც კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან, ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში.

ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ველოდებით, თუმცა ავტორიტეტული ორგანიზაციები უკვე აკეთებენ ამას და ვფიქრობ, ჩვენც შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათი გამოცდილების გათვალისწინებით",-თქვა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ქვეყანაში ამ დრომდე Pfizer-ით აცრა მხოლოდ 16 წლიდან ხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი