პანკისში დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს - საქმის მასალებში დევს აუდიო-ვიდეო და ფოტომასალები 

გამოქვეყნდა:

სუს-ში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს. საქმის მასალები უკვე გადაეცათ ადვოკატებს.

ირკვევა, რომ საქმის მასალებში დევს აუდიო-ვიდეო და ფოტომასალები დაკავებულების გამოსახულებით.

დაკავებულ ცათიაშვილს ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებაში დახმარება, ხოლო დანარჩენ ოთხს "ისლამური სახელმწიფოს" წევრობა.

ბრალი 10-12 და 10-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს 

სპეცოპერაცია გუშინ პანკისში, სოფელ დუისსა და ქორეთში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის  წევრობა ბრალდებათ.

ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ დაკავებულები სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ და მათ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს ერთგულება შეჰფიცეს. პანკისი კი სუს-სს უნდობლობას უცხადებს. ადგილობრივები ფიქრობენ რომ ჩატარებული სპეცოპერაციის უკან ოცნების პოლიტიკა და წინასაარჩევნო ინტერესები დგას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი