ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა - არასამთავრობოები

გამოქვეყნდა:

მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მესამე სექტორი ვახო სანაიას თავდასხმის საქმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ავრცელებს. 

​NGO-ებს მიაჩნიათ, რომ ვახო სანაიას საქმეზე სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF

შეგახსენებთ, სამივე ბრალდებული სასამართლომ დრეს დამნაშვედ ცნო და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი ფორმალური აღმოჩნდა, რადგან დაკავებიდან 6 თვე სწორედ დრეს ამოიწურა. შესაბამისად თავდამსხმელებმა საპატიმრო დატოვეს  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი