ბოლნისში კარანტინი დასრულდა - ჩაკეტილი მხოლოდ ორი სოფელი რჩება

გამოქვეყნდა:

ბოლნისის რაიონში ორთვიანი კარანტინი დასრულებულია - ადგილი, სადაც კოვიდ 19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დღეიდან გაიხსნა. ჩაკეტილი რჩება მხოლოდ ორი სოფელი, სადაც ინფიცირებულების კონტაქტები ფიქსირდება.

კარგია, რომ ბოლნისი გაიხსნა. ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, ვერც სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებას ვახდენდით, ვერ გავდიოდით სადმე, სახლში ვისხედით და არ გავდიოდით არსად. ახლა კარგია, გვიხარია, თავისუფლად ვიმოძრავებთ. სამწუხაროდ, ორი სოფელი გვაქვს ჩაკეტილი. იმედია ისინიც მალე გაიხსნება, - ამბობს ბოლნისის ერთ-ერთი მოსახლე.

შეგახსნებთ, რომ ბოლნისი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო 23 მარტს ჩაიკეტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი