საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში შუახნის კაცი სანადირო თოფან გასროლით დაჭრეს. კაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. პაციენტს ამ წუთებში ქირურგიური ოპერაცია უტარდება. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილი კაცი, სავარუდო დამნაშავის ახლობელ ქალს სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა, რამაც მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ია გულიაშვილი