
ჩოხატაურში “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.
ცნობილია, რომ გამოძიებისთვის უცნობმა ორმა პირმა ბენზინგასამართის თანამშრომელს თანხა ჯიბიდან ამოღება აიძულა და მიიმალა. თავდამსხმელები ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. წაღებული თანხის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა.
ავტორი: ლადო მენაბდე