
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული ათი პირი პატიმრობაში დატოვა.
ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით კუტალაძის ადვოკატი, ონისე მარგიანი მისი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა.
მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ფაქტს, რომ ბრალდებული ლექსო ლაშქარავაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას იღებდა.