ჟანგბადის მარაგი იწურება - კლინიკები წერილობით, პაციენტების ოჯახები კი სამედიცინო აირს სოციალური ქსელებით ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ჟანგბადის მარაგი იწურება. კოვიდ მიმღები ცენტრები ხმამაღლა აცხადებენ, რომ ბოლო მარაგის ამოწურვის შემდეგ პაციენტებს ვეღარ დაეხმარებიან.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ათამდე მსხვილმა კლინიკამ ბოლო რამდენიმე დღეში წერილობით მოითხოვა ჟანგბადის მარაგის შევსება, თუმცა ახლა კლინიკების მენეჯერებს "მთავარ არხთან" ამ თემაზე საუბარი აღარ უნდათ.

ტუბერკულოზისა და ფილტვის ცენტრი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და ქუთაისის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი - ეს იმ კლინიკების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც  სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტზე  ღიად ალაპარაკდნენ და მოხსენებითი ბარათები გაავრცელეს.

დრამატულ მდგომარეობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პაციენტების ოჯახის წევრები ჟანგბადს მთელ ქვეყანაში ეძებენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებენ განცხადებებს ამ მოთხოვნით.

ჯანდაცვის სამინისტრო ხელს იბანს და პასუხისმგებლობას სრულად იხსნის. უწყებაში ამბობენ, რომ ჟანგბადით უზრუნველყოფაზე სხვა უწყებები და კომპანიები არიან პასუხისმგებელი. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი