დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 26 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 065 848 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 734 112 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.7%.
სრულად ვაქცინირებულია 331736 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 11.6%.
25 აგვისტოს აიცრა 26 700 ადამიანი.