ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში 64 პაციენტი მკურნალობს

გამოქვეყნდა:

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე, მკურნალობას 64 კოვიდინფიცირებული გადის. ჰოსპიტალის კურატორის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოდიებულია. ამასთან, როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, გუშინ ერთი პაციენტი საველე ჰოსპიტლიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

"ამ ეტაპზე, სტაციონარში მკურნალობას 64 პაციენტი აგრძელებს. მოხდა 1 პაციენტის რეფერირება პოლიპროფილურ კლინიკაში, სატურაციის მაჩვენებლის შემცირება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია ჟანგბადის წერტილით. ჟანგბადის გარეშე ყველას სატურაცია შემცირებულია, მაგრამ რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და  ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში რამდენიმე პაციენტს ბინაზე გავწერთ", - განაცხადა ჩიქოვანმა.

დედაქალაქში პირველი საველე ჰოსპიტალი დიღომში მოეწყო. ადგილზე 500-მდე საწოლია მობილიზებული. ამ დროისთვის, ჰოსპიტალში 43 პაციენტია მოთავსებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი