თბილისში, 19 წლის კოვიდინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ბოკერიას კლინიკაში მკურნალობდა. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს კლინიკაში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.