დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებებს შორის ლატარიის გათამაშება განიხილება.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, იქნება ფულადი ჯილდოებიც.
"პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, როდიდან დაიწყება ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ფულადი ჯილდოებით, სქემა შედგენილია უკვე... საკმაოდ სერიოზული თანხები იქნება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი ჯერ",- თქვა გამყრელიძემ.
მას ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე დამატებით დეტალებზე აღარ უსაუბრია და თქვა, რომ საკითხზე მუშაობას ფინანსთა სამინისტრო სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს.