"გარდაცვალების პიკი როგორც წესი, ჩამორჩება ახალი შემთხვევების მატების პიკს ორი - სამი კვირით, სრულიად გასაგები მიზეზების გამო. დღეს გვაქვს ჩვენ ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება, როცა იყო 6-7 ათასი შემთხვევა. ბუნებრივია ახლად დაინფიცირებული პაციენტების გარდაცვალება იმ დღესვე ან მეორე დღეს, ან თუნდაც ერთი კვირის მერე კი არ ხდებოდა, არამედ 2-3 კვირის მერე. ეს პროგნოზირებადი ფაქტია, როცა გვაქვს ახალი შემთხვევების პიკი, გარდაცვალების პიკს უნდა ველოდოთ 2-3 კვირაში და ვფიქრობ, რომ ახლა არის სწორედ ეს პიკი. როცა დაიწყება ახალი შემთხვევების კლება, ამას მოჰყვება 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალების კლება“
ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე