უკონტროლო პანდემია | რეკორდული სიკვდილიანობა და კატაფალკების დეფიციტი

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი გარდაცვლილი ორსული და ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებლობას იხსნის. ეკა ტიკარაძე მეანგინეკოლოგებს ურჩევს, პაციენტების მართვის პროტოკოლი შეცვალონ. არადა ვიდრე მინისტრი და მთლიანად სისტემა ამ დასკვნამდე მივიდნენ, კორონავირუსით ქვეყანაში მე-13 ორსული გარდაიცვალა. რამდენიმე შემთხვევაში დაიღუპა ნაყოფიც.

კრიზისი მწვავდება ციხეებშიც, სადაც ინფიცირების შემთვევები იზრდება - ინფორმაცია კი დახურულია. გარდაცვლილთა რიცხვის ტრაგიკულმა ზრდამ უკვე რიტუალურ მომსახურებაშიც კი პრობლემები შექმნა და არის შემთხვევები, როდესაც მიცვალებულთა პატრონებმა დაკრძალვისთვის ავტომობილის დაქირავება ვერ შეძლეს.

არადა ახალი ინფიცირებულების რიცხვი ისევ საგანგაშოდ მაღალია და მიუთითებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზე კიდევ დიდხანს იქნება. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი