დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის პაციენტთა მიღების აუცილებლობა აღარ არსებობს – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.
ნოდარ ჩიმაკაძის თქმით, სტაციონარული საწოლები თავისუფალია და დიღმის საველე ჰოსპიტალი სარეზერვო იქნება
„დღევანდელი მდგომარეობით, დიღმის საველე ჰოსპიტალში 25-მდე პაციენტია, შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დღეს ვგეგმავთ მათ გაწერას, ამის შემდგომ დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს აღარ მიიღებს და იქნება სარეზერვო ჰოსპიტალი. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მისი გამოყენება. შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია, სტაციონარული საწოლები არის თავისუფალი, შესაბამისად, არ არის იმის საჭიროება, რომ საველე ჰოსპიტალში პაციენტები მოხვდნენ“, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.
დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 აგვისტოდან დაიწყო