ახალციხეში კორონავირუსით ცოლ–ქმარი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ახალციხეში, სამდღიანი შუალედით, კორონავირუსით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ორივე მათგანს კორონავირუსი ჰქონდა, გარკვეული დროის მანძილზე ისინი, ახალციხეში კლინიკა „იმედში“ მკურნალობდნენ.

ახლობლების ინფორმაციით, ცოლი 25 აგვისტოს, ხოლო მეუღლე დღეს, 28 აგვისტოს გარდაიცვალა.  

ცნობისთვის, 74 გარდაცვლილი და 4247 ინფიცირებული - ასეთია განახლებული კოვიდსტატისტიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი