კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე მედპერსონალი დგას, ადამიანები, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხშირად 24 საათს ატარებენ და პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად უკვე მეორე წელია საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ.
ექიმების გვერდით დგანან ექთნები და სანიტრებიც, ადამიანები, ვინც პირველ დარტყმას სწორედ თავის თავზე იღებს და ვისი ანაზღაურებაც იმდენად მიზეურულია, რომ ოჯახების შესანახად იძულებულები არიან, ერთდროულად რამდენიმე ადგილზე იმუშაონ.
ერთ კლინიკაში ცვლის დასრულების შემდეგ გადაღლილი პერსონალი მეორე სამედიცნო დაწესებულებაში მიდის მუშაობის გასაგრძელებლად, ამით კი იზრდება შეცდომების დაშვების ალბათობაც და კოვიდის გავრცელების რისკიც.
ავტორი: მარიამ მარხულია