თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე არსებულ კოვიდ-დეპარტამენტში პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს დეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა უთხრა, მისი მდგომარეობა მთელი დღის განმავლობაში სტაბილური იყო, თუმცა, საბოლოოდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - პაციენტს გული გაუჩერდა.
მერაბ ჩიქოვანი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ინფორმაციას ხვალ გაასაჯაროებს.
ცნობისთვის, 74 გარდაცვლილი და 4247 ინფიცირებული - ასეთია განახლებული კოვიდსტატისტიკა.