"ვაგნერის" დაჯგუფების წევრები საქართველოდან - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" გაარკვია "ვაგნერის", იგივე დაქირავებული მკვლელების დაჯგუფების ქართველი წევრების ვინაობა.

საქართველოს ათობით მოქალაქე დაჯგუფებაში წლების წინ გაერთიანდა. მათ სახელებს უმძიმესი დანაშაულები უკავშირდება, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა.  

ქილერებს საქართველოს მოქალაქეობის გამო, ქვეყანაში შემოსვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. მათი უმეტესობა ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.

შეგახსენებთ, ვაგნერის დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა კირილ კრივკომ საქართველოს საზღვარი შეცვლილი სახელითა და გვარით გადმოკვეთა და თბილისში ბიზნეს საქმიანობაც დაიწყო.  

ექსპერტები დარწმუნებულები არიან რომ რუსეთის სადაზვერვო ოფიცერი და ვაგნერის დაჯგუფების სხვა წევრები საქართველოში  არა ბიზნეს-საქმიანობისთვის, არამედ კონკრეტული მისიით ჩამოდიან. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი